LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინის სიამაყე” – უკრაინელი ტელეწამყვანი მაშა ეფროსინინა რუსეთის მტრად გამოაცხადეს

უკრაინელი ტელეწამყვანი მაშა ეფროსინინა რუსეთის მტრად გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უნიანი” ავრცელებს.

“დღემ ტყუილად არ ჩაიარა. დიდება უკრაინას,” – განაცხადა ეფროსინინამ.

უკრაინელი ტელეწამყვანის “შავ სიაში” მოხვედრას პოზიტიურად შეხვდნენ მისი თაყვანისმცემლები.

“უკრაინის სიამაყე”, “ეს საუკეთესო წოდებაა”, “მაშა, ეს არის ჯილდო. უსაზღვროდ გვიყვარხარ” – აღნიშნავენ ფანები კომენტარებში.

ცნობისთვის, “შავ სიაში” ასევე შევიდნენ მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო, ტელეწამყვანი დიმიტრი კომაროვი.