ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 რუსი გენერალი მოკლეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„მოკლულია უკვე 6 გენერალი: გენერალ-მაიორი თუშაევი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, სუხოვეცკი, მიტიაევი და გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევი. ათობით პოლკოვნიკი და სხვა ოფიცერი. ე.ი. რუსეთის ფედერაციის არმია სრულიად მოუმზადებელია და იბრძვის მხოლოდ ხალხის სიმრავლითა და საკრუიზო რაკეტებით“, – წერს პოდოლიაკი საკუთარ „ტვიტერზე“.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში
