LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადახედეთ ჩემს გვერდებს, რომ გაიგოთ მეტი საოცარი სამუშაოს შესახებ“ – ბექჰემმა პირადი სოციალური ქსელები ხარკოვში მცხოვრებ ქალს უკრაინული ამბების გასაზიარებლად გადასცა

ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა პირადი სოციალურ ქსელები ხარკოვში, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს გადასცა, რომელიც უკრაინიდან ამბებს გააზიარებს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

„დღეს მე გადავცემ ჩემს სოციალურ ქსელებს ირინას, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს ხარკოვში, უკრაინაში, სადაც ის დედებს მშობიარობაში ეხმარება.

გადახედეთ ჩემს გვერდებს, რომ გაიგოთ მეტი იმ საოცარი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ირინა და სხვა ჯანდაცვის მუშაკები აკეთებენ უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად.“ – ამბობს ვიდეოში დევიდ ბექჰემი.