თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება.
„ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტზე დამატებითი დეტალები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს გაერთიანებაზე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება.“ – წერს ჯენ ფსაკი.
We will have additional details of @potus trip to Europe to announce later today. The trip will be focused on continuing to rally the world in support of the Ukrainian people and against President Putin’s invasion of Ukraine,
but there are no plans to travel into Ukraine.— Jen Psaki (@PressSec) March 20, 2022
