LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლიდან ევაკუაციისას რუსმა ოკუპანტებმა ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები: უკრაინული მედია

„უკრაინსკაია პრავდა“ ზაპაროჟიეს ოლქის ხელმძღვანელზე ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოცამდე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, როდესაც მარიუპლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ. დაჭრილებს შორის არიან ბავშვები.

„დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან. ოთხი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამი ბავშვი მოჰყვა სროლებში გულიაიპოლსკის რაიონში. ოჯახები მარიუპოლიდან მიემგზავრებოდნენ. ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, კიდევ ერთი ოჯახი მოჰყვა სროლებში. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ეს მხეცები ბავშვებთან ომს განაგრძობენ, მაგრამ ყველაფრისთვის მოუწევთ პასუხისგება, თითოეული ბავშვისთვის, თითოეული სიცოცხლისთვის“, – განაცხადა სტარუხმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 20-ზე მეტ ავტობუსს, რომლებსაც მარიუპოლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობა გაჰყავდათ, ცეცხლი გაუხსნეს – ინფორმაციას ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს.