11 წლის წინ რუსმა დამპყრობლებმა დაიწყეს მდიდარი ისტორიის მქონე ძველი სირიული ქალაქის – ალეპოს განადგურება. ახლა ისინი იმავე მეთოდებით ასწორებენ მიწასთან უკრაინულ მარიუპოლს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყატარში მიმდინარე „დოჰას ფორუმზე“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მარიუპოლში ნამდვილი კატასტროფაა: დეფიციტშია საკვები პროდუქტები, წყალი, მედიკამენტები.
„ჩვენ ვხედავთ ამას რუსეთის ქმედებების მაგალითზე, რომელმაც 11 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი – ალეპო გაანადგურა. მაშინ რუსეთი ქალაქს ბომბავდა, მისი მოკავშირე ბაშარ ასადი კი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა. ომის შედეგად ალეპო ნანგრევებად იქცა. ახლა რუსეთი იმავე დანაშაულს სჩადის უკრაინულ მარიუპოლში. შეხედეთ ამ ქალაქს – ეს ისაა, რაც ჩვენ უკვე ალეპოში ვნახეთ – ნანგრევები, ტკივილი, ადამიანების განადგურება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ და ქალაქის მერი გაიტაცეს
