LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ლვოვის მახლობლად ნავთობის ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის მახლობლად ნავთობის ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

შედეგად მთლიანად განადგურდა ქალაქ ლვოვის მახლობლად მდებარე ნავთობის ბაზა.

დარტყმა შაბათს საღამოს განხორციელდა სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ მაშინ, როცა ვარშავაში, ლვოვიდან დაახლოებით 400 კილომეტრზე, სიტყვით გამოდიოდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ხანძარს დილამდე აქრობდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა.

ნავთობის ბაზაზე დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.