LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი უკრაინელი მომღერალი და მოდელი დაშა ასტაფიევა კიევის რესტორნებში მუშაობს და ხალხს ეხმარება

უკრაინელი მომღერალი და მოდელი, დაშა ასტაფიევა ცნობილია არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ის „ფლეიბოის“ ვარსკვლავია, მონაწილეობდა მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებში და არაერთხელ მოექცა მოდური ჟურნალების გარეკანზე. დაშამ  საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე გადაწყვიტა, საქმიანობა მიეტოვებინა და თავისი ძალისხმევა ხალხის დასახმარებლად მიემართა.

დაშა ამჯერად კიევის რამდენიმე რესტორანს ემსახურება, ის მზარეულის ფუნქციას ითავსებს და ხალხს ეხმარება. ის სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, როგორ მუშაობს სამზარეულოში და რესტორნის თანამშრომლებს ეხმარება.

ფოტო: Playboy-ის უკრაინელი ვარსკვლავი, ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიისთვის საკვებს ამზადებს