LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა მარიუპოლის სამშობიაროდან პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის მე-2 სამშობიაროდან 70-ზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს. მათ შორის არიან ექიმები და პაციენტები. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რასაც რუსეთი დღეს სჩადის, ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს. მათი ქმედებები ჰგავს ნაცისტური გერმანიის სამხედროების ქმედებებს მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენ არ დავტოვებთ მარიუპოლის არცერთ მაცხოვრებელს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მათი ნების წინააღმდეგაა გადაიყვანეს. ვქმნით გატაცებული მოქალაქეების მონაცემთა ბაზას და ვმუშაობთ მათ დასაბრუნებლად ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად. ყველაფერს გავაკეთებთ მათ სახლში დასაბრუნებლად“ – ამბობს მარიუპოლის მერი ვადიმ ბიჩენკო.