LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერას, სანქციების ახალ პაკეტს, ასევე უკრაინის მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას „კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერაზე, სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრეს“.

„ახლახან დავასრულე ერთსაათიანი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან. გავუზიარეთ ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებული სიტუაციის შეფასება. ვისაუბრეთ კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, – წერს ზელენსკი.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ უკრაინას $500 მილიონიან პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს​​.