LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა, მას უახლოეს პერიოდში, კიევის შტურმის აღარც ძალა აქვს და ვეღარც სურვილი: სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთის არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება, თუმცა უახლოეს პერიოდში, კიევის შტურმის აღარც ძალა აქვს და ვეღარც სურვილი:

“რა თქმა უნდა, რუსეთის არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. მაგრამ გუშინ მაინც მოხდა მთავარის დემონსტრაცია – რუსეთს, უახლოეს პერიოდში, კიევის შტურმის აღარც ძალა აქვს და ვეღარც სურვილი. ეს კი მის სამხედრო მარცხს ნიშნავს.

რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა. დღეს მარცხი აღიარა სეპარატისტების თავდაცვის მინისტრმაც.

ამასობაში, უკრაინას ბრიტანეთიდან მიეწოდება მძიმე არტილერია, რაც მათ ტერიტორიების გასათავისუფლებლად ჰაერივით სჭირდებათ”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალები გაჰყავს

პენტაგონი: კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა – არავინ უნდა მოტყუვდეს კრემლის განცხადებით