LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზე კარგ ამბავს დღეს ვერავინ მოგიყვებათ: გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი, რომელიც პოლონეთში იმყოფება და უკრაინელ ლტოლვილებს საკვებით და საცხოვრებელ ბინებში დაბინავებაში ეხმარება სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად გვაწვდის ამბებს ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე.

ამჯერად გიგა მაქარაშვილი კარგ ამბავს გვიზიარებს:

“ამაზე კარგ ამბავს დღეს ვერავინ, ვერსად მოგიყვებათ. ტელეფონი რეკავს, პოლონური ნომერია!

-დჟიენ დობრი, ვპასუხობ,

-ეტა გიორგი? გამართული რუსულით მეკითხება ქალი!

-yes! ჯიუტად არ ვპასუხობ რუსულად.

მიხვდა რატომაც ვუპასუხე ინგლისურად…

ანა ზაჰავარილა… მი ლიწიმ ვ გერმანიუ. ძიაკუიუ!

იმ პატარა გოგოს დედა იყო, პატარამ ლაპარაკი დაიწყოო”, – წერს გიგა მაქარაშვილი.

ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და 20 დღეა არ ლაპარაკობს, ახალი სათამაშოთი მისულა დედასთან და ჩემთან წამოუყვანია… მის მაგივრად დედას რომ ეთქვა მადლობა: მაქარაშვილი უკრაინელ გოგონაზე