კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც ქალაქის საბჭო აქვეყნებს.
„31 მარტი ჩვენი დასახლებული პუნქტის ისტორიაში შევა როგორც რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების დღე“, – განაცხადა მერმა.
ქალაქ ბუჩას საბჭოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში მოსახლეობის დაბრუნება ჯერ კიდევ საშისია, რადგან ქალაქში ბევრი ნაღმია დატოვებული და არ არის გამორიცხული, აქ დივერსანტები ისევ იყვნენ.
