LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მე მე პოლიტიკაში ვარ, ერთადერთი არასწორი ინფორმაციის გახმოვანება მომიწია – ტრუსკავეცთან დაკავშირებით: მამუკა მდინარაძე

“რაც მე მე პოლიტიკაში ვარ და ზოგადად, ცხოვრებაში, ერთადერთი არასწორი ინფორმაციის გახმოვანება მომიწია – ტრუსკავეცთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

​”ქართული ოცნების” ლიდერი, ამბობს, რომ დადგება დრო, როცა ჟურნალისტებს მოუყვება, როგორ მიიღო არასწორი ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კურორტ ტრუსკავეცში ყოფნის შესახებ, როცა ის რეალურად საქართველოში იყო.

“რაც მე მე პოლიტიკაში ვარ და ზოგადად, ცხოვრებაში, ერთადერთი არასწორი ინფორმაციის გახმოვანება მომიწია – ტრუსკავეცთან დაკავშირებით. სხვა ჩემი არასწორი ინფორმაცია არ გახსენდებათ, “მთავარი არხი” რომ მიდასტურებს, უღრმესი მადლობა და ამასთან დაკავშირებითაც მოვა დრო და ვილაპარაკებ, საიდან მქონდა ინფორმაცია. ჩემით რომ არ მომაფიქრდებოდა და არ დამესიზმრებოდა, ამას ყველა დამემოწმებით”, – თქვა მდინარაძემ.