LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზიუმში რუსი ოკუპანტები ადგილობრივებმა ღვეზელებით და ალკოჰოლით მოწამლეს – რას წერს უკრაინის დაზვერვა

ქვეყნის მოქალაქეები ოკუპანტებს სხვადასხვა ხერხებით წამლავენ. ინფორმაციას ფეისბუკზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

“არსებული ინფორმაციით, იზიუმის (ხარკოვის ოლქი) რაიონის მცხოვრებლები გაუმასპინძლდნენ რუსეთის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით. შედეგად ორი ოკუპანტი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო კიდევ 28 რეანიმაციაში მოხვდა.

მათი მდგომარეობა ზუსტდება. ასევე მე-3 მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს”, – წერს განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ბებიამ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში