LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინის ომის საპასუხოდ, ლიეტუვა მთლიანად უარს ამბობს რუსულ გაზზე: ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გარეშე მუშაობს“, – ნათქვამია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

„ეს არის გრძელვადიანი, თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

ცნობისთვის, ლიეტუვა გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.