LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიით, უკრაინისთვის რუსეთთან ომში მისაღებია მხოლოდ გამარჯვება, მაგრამ კიევი არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე მშვიდობისთვის

უკრაინისთვის რუსეთთან ომში მისაღებია მხოლოდ გამარჯვება, მაგრამ კიევი არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე მშვიდობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი არ განიხილება.

„სიმართლის გამარჯვება – ეს უკრაინისა და უკრაინელების გამარჯვებაა. კითხვა იმაში მდგომარეობს, როდის დასრულდება ეს. ეს ღრმა საკითხია. ეს მტკივნეული საკითხია. გამარჯვების გარდა უკრაინელი ხალხი არ მიიღებს არანაირ გამოსავალს. ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიით. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში