ბუჩაში დაღუპული უკრაინელების სურათები “გულში გირტყამს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას ნებისმიერი სიმხეცის დოკუმენტირებაში დახმარებას გაუწევს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
„აგრესიის შემდეგ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთის ჯარმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამის დოკუმენტირება განვახორციელოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი ინსტრუქციით და ამისთვის უნდა იყოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ეს რუსი ჯარისკაცების დედებმა უნდა ნახონ, ნახეთ რა ნაძირლები გაზარდეთ, მკვლელები, მძარცველები, ჯალათები: ზელენსკი
