LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი დამპყრობლები ყოველ ექვს საათში ერთ უკრაინელ ბავშვს კლავენ – დენისოვა

“რუსი დამპყრობლები ყოველ ექვს საათში ერთ უკრაინელ ბავშვს კლავენ – ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა. ინფორმაციას unian ავრცელებს.

„ყოველ 6 საათში რუსი დამპყრობლები უკრაინაში ერთ ბავშვს კლავენ, ყოველ 3 საათში ერთ პატარა უკრაინელს ჭრიან“, – თქვა დენისოვამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქმედებები არღვევს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას.