LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკირებული ვარ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით: შარლ მიშელი

ბუჩადან გავრცელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა.

„შოკირებული ვარ კიევის გათავისუფლებულ რეგიონში, ბუჩაში, რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით.

ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დასაწყებად აუცილებელი მტკიცებულებების მოგროვებაში.

ევროკავშირის შემდგომი სანქციები და დახმარება გზაშია.

დიდება უკრაინას!“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი დაღუპული იპოვეს. ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილს ხელები ზურგს უკან შეკრული აქვს.