უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერი იური იგნატი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში 8 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
მისივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგე მხარის 2 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
