LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას.

გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს ყველა წვრილმანისთვის გარშემომყოფთა კრიტიკა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს და უსიამოვნებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ მსუყე საკვების მიღებას, უკეთესია დაიცვათ ვეგეტარიანული დიეტა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ამეთვისტო და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ლომს, სასწორს და მერწყულს