LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას მადლობელი ვარ ვისაც ეშინია ან არ ეშინია და დროებით ოკუპირებული ქალაქების ქუჩებში გამოდის – ზელენსკიმ საზოგადოებას მიმართა

ყველას მადლობელი ვარ ვისაც ეშინია ან არ ეშინია და ქუჩაში გამოდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ახალ მიმართვაშია ნათქვამი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც დროებით ოკუპირებულ ქალაქებში საფრთხის მიუხედავად ქუჩაში გადის.

“მადლიერი ვარ ყველასი, ვინც გრძნობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების გარეშე, დაიცვას უკრაინა და უკრაინის თავისუფლება, ოკუპანტებს ფეხის მოკიდება არ გაუჭირდებათ.”

“როცა ხალხი გამოთქვამს პროტესტს და რაც მეტი ადამიანი გამოხატავს პროტესტს, მით უფრო გაუჭირდება ოკუპანტს ჩვენი განადგურება” – აცხადებს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ეს არის საერთო ბრძოლა, რომელიც საერთო გამარჯვებამდე მიიყვანს ქვეყანას.