LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟიტომირის ოლქი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია: საქალაქო ადნინისტრაციის ხელმძღვანელი

ჟიტომირის საქალაქო ადნინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოლქი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია. ამის შესახებ ვიტალი ბუნეჩკომ ტელეგრამზე დაწერა.

„მტერი მოგერიებულია და დღეს ჩვენს რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები აღარ არიან. მათ ჩრდილოეთ რაიონები დატოვეს, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას“, – აღნიშნა ბუნეჩკომ.