LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი გაეროს: რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავდნენ და აწამებდნენ – მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ხედავს რა სამხედრო დანაშაულები შეიძლება ჩაიდინონ 

„ხალხს ესროლეს ქუჩაში, საკუთარ სახლებში, ჩაყარეს ჭებში, გადაუარეს ტანკებით შუა გზაზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

როგორც მანვე აღნიშნა, რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავდნენ და აწამებდნენ. ზელენსკის თქმით, ქალაქ ბუჩაში არ დარჩა ისეთი დანაშაული, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა არ ჩაიდინეს.

„ხალხს ესროლეს ქუჩაში, საკუთარ სახლებში, ჩაყარეს ჭებში, გადაუარეს ტანკებით შუა გზაზე. რუსების ქმედებები ძალიან ჰგავს ტერორისტული დაჯგუფების, ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს.

გეოგრაფია შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ სისასტიკე იგივეა, დანაშაული იგივეა და პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ხედავს რა სამხედრო დანაშაულები შეიძლება ჩაიდინონ რუსმა სამხედროებმა უკრაინის სხვა ნაწილებში.

ზელენსკი: დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე

ზელენსკი: თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, ისე, რომ ჩვენი სიცოცხლით არ ითამაშონ – ჩვენ შევუერთდებით