LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტი დამცირებისთვის თავი გადაგვპარსეს, გვაშიშვლებდნენ, გვაიძულებდნენ წამების სანცვლოდ რუსეთი გვედიდებინა“ – უკრაინელი ქალი სამხედროები ტყვეობაში გატარებულ სასტიკ დღეებს იხსენებენ

უკრაინული მედია ოკუპანტების ტყვეობაში ჩავარდნილი ქალი სამხედროების მონათხრობს ავრცელებს, სადაც ისინის ტყვეობაში ყოფნის დროს გადატანილ სისასტიკეზე ჰყვებიან.

თავის გადაპარსვა, გაშიშვლება და პროპაგანდისტულ სიუჟეტებში მონაწილეობის იძულება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც უკრაინელი ქალი სამხედროები იხსენებენ.

უკრაინელი მებრძოლი ანასტასია მატრუშენკო რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ჰყვება, რომ ოკუპანტებმა, მისი სამხედრო ნაწილის არტილერიითა და ტანკით დაცხრილვის შემდგომ, უკრაინელი მებრძოლები ტყვედ აიყვანეს, შეუკრეს ხელები და თვალები აუხვიეს.

„ჯერ ბელარუსში გადაიყვანეს, სადაც არასლავური გარეგნობის ჯარისკაცი ანასტასიას მოკვლით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი ტყვეები რუსეთში, ქალაქ ბრიანსკის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც აწამებდნენ, რადგან უკრაინელი ქალი სამხედროები უარს ამბობდნენ ეპასუხათ ფრაზაზე – „დიდება რუსეთს!“.

რუსი ოკუპანტები დატყვევებულ უკრაინელ ქალ სამხედროებს მამაკაცების თანდასწრებით გაშიშვლებას აიძულებდნენ, მეტი დამცირებისთვის კი, მათ თავები გადაპარსეს. გაუთავებელი დაკითხვები კი, ჯარისკაც ანასტასიას თქმით, საკანში დაუსრულებლად გრძელდებოდა.

როგორც კიდევ ერთი ყოფილი ტყვე ქალი სამხედრო, ალექსანდრა ცეპუკი იხსენებს, ბელარუსში გადაყვანის შემდეგ, ოკუპანტებს მათი პროპაგანდისტულ სიუჟეტებში გადაღება სურდათ და აიძულებდნენ რუსულ ენაზე ესაუბრათ, თუმცა ქალი ტყვე სამხედროები ამაზე უარს წამების ფასად ამბობდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების ტყვეობისგან 2 აპრილს გათავისუფლდნენ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.