LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს დაეჯახა

მთავარ სლაიდზე ფოტო:”ჩემი ქალაქი მკლავს”

თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს, შემდეგ კი ავტობუსს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობითვე, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამატებითი ინფორმაცია დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

“ფორტუნა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.