უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა.
„მათ დაწვეს ბევრი ადამიანი ამ რაიონებში – ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში. მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. გუშინ ჩვენ ახალი ოჯახი ვიპოვეთ: მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ეს ასეა. ისინი წვავენ ცხედრებს, რადგან ეშინიათ“ , – განაცხადა ზელენსკიმ.
3 აპრილის მდგომარეობით კიევის ოლქის გათავისუფლებული ტერიტორიებიდან გატანილია მშვიდობიანი მოსახლეობის 410 ცხედარი, რომლებიც დამპყრობლებმა მოკლეს.
