„აზოვის“ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარმი აცხადებს, რომ მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია, მათ გადასარჩენად სპეციალური ტექნიკაა საჭირო.
„მთელ მსოფლიო საზოგადოებას და უკრაინელ პოლიტიკოსებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მარიუპოლში ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევაა ცოცხალი ხალხი. მათ არ აქვთ საკვები, წყალი, შუქი, მობილური კომუნიკაცია. საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა, მათ ამოსაყვანად. ჩვენ გვჭირდება დახმარება, რათა გადავარჩინოთ ისინი, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მარიუპოლში გენოციდი და ჰუმანიტარული კატასტროფაა”, – ხაზგასმით აღნიშნა პალამარმა.
