LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი და უკრაინელი არტისტები ტელემარათონს გამართავენ

11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უკრაინელი და ქართველი არტისტები უკრაინის მხარდამჭერ, ერთობლივ სოლიდარობის აქცია-კონცერტსა და ტელემარათონს გამართავენ.

საქველმოქმედო საღამო უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მიეძღვნება. მარათონის მიზანია რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება.

შემსრულებლები:

  • ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი
  • საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით
  • ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები
  • ჯამალა
  • ნინო ქათამაძე
  • ბექა გოჩიაშვილი
  • გიორგი ცაგარელი
  • სოფო ბათილაშვილი
  • ლიზი რამიშვილი
  • პაპუნა შარიქაძე
  • თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი

სპეციალური სტუმარი: მაშა ეფროსინინა

მარათონს გაუძღვება ნინო კასრაძე.