LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველთვის რუსეთის ინტერესებს იცავდა” – პუტინი ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო, რუსეთის პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს.

„ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი წავიდა ჩვენგან“ – დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკიზე

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ჟირინოვსკი ყოველთვის იცავდა რუსეთის ინტერესებს:

“ვლადიმირ ჟირინოვსკი იყო გამოცდილი პოლიტიკოსი, ენერგიული ადამიანი, რომელიც მუდმივად ღია იყო კომუნიკაციისთვის, იყო ნათელი მოსაუბრე და წინააღმდეგობრივი.

ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი და მუდმივი ლიდერი.

მან ბევრი გააკეთა რუსული პარლამენტარიზმის, კანონმდებლობის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. ყოველთვის გულწრფელად ცდილობდა, წვლილი შეეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემების გადაჭრაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პუტინის განცხადების მიხედვით, ჟირინოვსკი ყოველთვის, ნებისმიერ აუდიენციაში, ყველაზე მწვავე დისკუსიებში პატრიოტულ პოზიციას და რუსეთის ინტერესებს იცავდა.

ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დაადასტურა.