LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც 67 რუს ოფიციალურ პირს ეხება

ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც 67 რუს ოფიციალურ პირს ეხება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სანქცირებული „ფიზიკური პირებისა და სუბიექტების“ ჯამური რაოდენობა დაახლოებით 600-მდეა.

„სანქციების ეს ბოლო რაუნდი რუსეთის მიერ ბუჩასა და კიევის გარშემო სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების გამოვლენას მოჰყვა“, – ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, უახლესი სანქციები შეეხება ცნობილ რუს ბიზნესმენებს, მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ დმიტრი გრიგორენკოს, ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს და რუს პოლიტიკოსს ალექსანდრე ბაბაკოვს. ამავე სასანქციო სიაში მოხვდა გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის მარიუპოლში თეატრის დაბომბვაზე.