ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსაცდელი მიწიდან სამაგრებიანად არის მოწყვეტილი.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას დედაქალაქის მერიაში ცდილობს.
