ბერლინში უკრაინის ელჩი ანდრი მელნიკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგოდამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
“ეს არ არის მხოლოდ რუსული გაზი, ეს არის ნავთობი, ქვანახშირი, ლითონები, ბრილიანტი და სხვა ნედლეული. ჩვენ (უკრაინა) გავხდით ამ გაუკუღმართებული ურთიერთობის ყველაზე დიდი მსხვერპლი. უკრაინელები გერმანიის წარუმატებელი პოლიტიკისთვის სიცოცხლის ფასად იხდიან”, – განაცხადა ანდრია მელნიკმა.
მანვე დასძინა, რომ გერმანიის დამოკიდებულება რუსეთზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სამარცხვინოა.
