საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის ინფორმაციით, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 ბავშვი.
“ბოლო დროს უკრაინის საელჩოში მოსული საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა მარიუპოლიდანაა. ეს მოქალაქეები, მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად”, – აცხადებს კასიანოვი.
საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ანდრი კასიანოვმა საქართველოს მადლობა გადაუხადა უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.
