LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წელს ძალიან წარმატებული წელი უნდა იყოს.

„ძალიან საიმედო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ჯამში, ორივე თვის ზრდა გამოვიდა 14.6%, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია. ამ ტემპს შენარჩუნება და აქტიურობა სჭირდება. მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ. ვფიქრობ, წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, ახლა ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და მშენებლობა სჭირდება. „მოგეხსენებათ, ახლა აქტიურად ვიწყებთ იმ ობიექტების მშენებლობას განვადებით, რომელთა განხორციელება რამდენიმე წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი და გვინდა, ყველა ამ პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყოს. ამ მიზნით, უკვე მქონდა არაერთი შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა