აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა. ბაიდენი ამბობს, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას, რათა მტერმა საკუთარ სისასტიკეზე პასუხი სამართლებრივად აგოს.
“უკრაინის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გასვლას.
გავაგრძელებთ დახმარებას უსაფრთხოებასა და იარაღის მიწოდებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ქვეყნის დაცვაში. და, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, მხარს დავუჭერთ ამ თავდასხმის გამოძიების მცდელობებს, რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებასა და მართლმსაჯულების წინაშე დაყენებას”,- წერს ჯო ბაიდენი
The attack on a Ukrainian train station is yet another horrific atrocity committed by Russia, striking civilians who were trying to evacuate and reach safety.
— President Biden Archived (@POTUS46Archive) April 8, 2022
