LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა: “ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი…მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით, ორი ოპერატორი იღებდა მიტინგს” – რას იხსენებს ია ფარულავა

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფარულა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ დღეს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ი­დან ერთი წლის­თავ­ზე ლია ელი­ა­ვას ფილ­მის – “უფ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი” გა­და­ღე­ბე­ბი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო.

როგორც ფარულავა აღნიშნავს, ფილმი დაიხურა და გადაღებებიც შეწყდა.

“1990 წელს რეჟისორმა ლიანა ელიავამ გადაწყვიტა 9 აპრილის მოვლენებისთვის მიეძღვნა ფილმი რომელსაც უფლის ანგელოზები ერქვა, დაიწერა სცენარი (თუ სწორედ მახსოვს გურამ პეტრიაშვილთან ერთად) ჯგუფი ნელ-ნელა გადაღებებისკენ მიდიოდა. შერჩეული ვიყავით ჩვენც მსახიობები. და აი ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი. იმ დღეს მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით და ორი ოპერატორი სხვადასხვა წერტილიდან იღებდა მიტინგს, სადაც ჩვენ მსახიობები ვიდექით და წინასწარ შეთანხმებულ როლს ვანსახიერებდით. სამწუხაროდ, ცოტა ხანში ეს ფილმი დაიხურა და გადაღებები შეწყდა,” – წერს ია ფარულავა.