LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: არის თარიღები, რომელიც გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას და თან ეროვნული სიამაყის საფუძველია, ასეთია 9 აპრილი, ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე

“9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი,” – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავს ეხმაურება.

„ისტორიაში არის თარიღები, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას, მეორე მხრივ კი, ეროვნული სიამაყის საფუძველია. ასეთი თარიღია 9 აპრილი – ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი.

1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს ისტორიული აქტის მიღებით დაგვირგვინდა“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა