LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულება გაგიჭირდებათ.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.

გამარჯვების მმართველი პლანეტის – იუპიტერის და ფანტაზიის, ოცნების, სიყვარულის მმართველი პლანეტის – ნეპტუნის ენერგიების შერწყმა ხელს შეუწყობს რომანტიკული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ყველაზე თამამი გეგმების დასახვას და მათ განხორციელებას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას და უნიკალური შედევრების შექმნას.  არაა გამორიცხული გქონდეთ ხილვები და წინასწარმეტყველური სიზმრები, გაძლიერდება ინტუიცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ სასიკეთო პერიოდი მხოლოდ 13 აპრილამდე გაგრძელდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, რაუხტოპაზი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.