LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაიერიშებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა: ხარკოვის მერი

ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

მერის თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ხარკოვის ოლქი 66-ჯერ დაიბომბა.