რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგის სანქციების პოლიტიკა ჩაიშალა.
პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების დაწესებით ზიანი მიაყენეს საკუთარ ეკონომიკას.
პუტინმა ქვეყნებთან ვაჭრობის რუბლებსა და ეროვნულ ვალუტებში გადაყვანის დაჩქარების ბრძანება გასცა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 17.5 პროცენტია, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს რუსებს და შიდა მოთხოვნებს.
„აშკარაა, რომ ბოლო წლებში ეკონომიკისთვის მთავარი უარყოფითი ფაქტორი დასავლეთის ქვეყნების მორიგი სანქციური ზეწოლა იყო. გაანგარიშება იყო, რომ სწრაფად დარღვეულიყო ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, ბაზრებზე პანიკის პროვოცირება, საბანკო სისტემის კოლაფსი, საქონლის მასშტაბური დეფიციტი მაღაზიებში, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა. ეკონომიკური ბლიცკრიგის სტრატეგია ჩაიშალა.
უფრო მეტიც, სანქციები არ იყო უშედეგო თვით ინიციატორებისთვის. ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას, ევროპელების ცხოვრების დონის ვარდნას, მათი დანაზოგების გაუფასურებას“, -განაცხადა პუტინმა.
რუსეთ- უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე.
