LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბრძოლო პოზიციებისკენ მიმავალ ავტობუსში საქართველოდან წამოღებულ წიგნს კითხულობდა” – უკრაინაში დაღუპული ნიკა შანავას ახალი ფოტო

11 აპრილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, 21 წლის ნიკა შანავას შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ფეისბუქმომხმარებელი ახალ ფოტოს ავრცელებს.

როგორც არჩილ მაჭარაძე წერს, ფოტო 5 აპრილის საღამოს, კიევიდან იზიუმის მიმართულებით საბრძოლო პოზიციებისკენ მიმავალ ავტობუსშია გადაღებული, სადაც ნიკუშა შანავა საქართველოდან წაღებულ წიგნს კითხულობს:

“ნიკუშა შანავა 5 აპრილის საღამოს, კიევიდან იზიუმის მიმართულებით საბრძოლო პოზიციებისკენ მიმავალ ავტობუსში, კითხულობს საქართველოდან წამოღებულ წიგნს.

რატო მიღებო და ტაქტიკური ფარნის არამიზნობრივი გამოყენების გამო-თქო, ვეხუმრებოდი”, – წერს მაჭარაძე.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ შანავა იზიუმთან ბრძოლაში 11 აპრილს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი.

რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები სამშობლოში ჩამოასვენეს და სამხედრო პატივით დაკრაძელს .

“აეროპორტში მე თვითონ გავაცილე, მეგონა დაბრუნდებოდა…” – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ნიკა შანავას დედა

„ნიკუშამ და ლუკამ ბანკის სესხი აიღეს, რომ უკრაინამდე ბილეთის ფული ეშოვათ. ახლა უკვე ჩვენი ყველასი ვალია, გვერდში დავუდგეთ ლუკას…“