LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: “ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად არ გვაქვს საკმარისი იარაღი…ღიად ვამბობ, რომ მარიუპოლში ყველა ბიჭს, ჩვენი გამარჯვება უნდა, არცერთი მათგანი არ აპირებს, მტერთან დანებებას”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქ მარიუპოლში, რუსული არმიის დასამარცხებლად, უკრაინას საკმარისი იარაღი არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მარიუპოლში არცერთი ჯარისკაცი დანებებას არ აპირებს.

“პირველი, ეს სერიოზულ და მძიმე იარაღს მოიცავს… ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. მეორე გზა დიპლომატიურია. ჯერჯერობით, რუსეთი ამაზე არ დათანხმდა. ჩვენ არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლის განბლოკვას. მე კი ამას ღიად ვამბობ, რომ მარიუპოლში ყველა ბიჭს, ჩვენი გამარჯვება უნდა, მათ თავისუფალი ქალაქი უნდათ, არცერთი მათგანი არ აპირებს, მტერთან დანებებას, ეს არის მათი შინაგანი განცდა, ეს არის ის, თუ როგორები არიან ისინი”, – განაცხადა ზელენსკიმ.