LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში 700 ათასამდე მოქალაქე უმუშევარი დარჩა

„რუსეთში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობამ, 678,2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც მარტის მონაცემებს შეესაბამება“, – ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახური, ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვაზე დაყრდნობით იუწყება.

„ოპერაციული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რეგისტრირებული უმუშევართა რაოდენობა მარტის დასაწყისის მაჩვენებლებს არ აღემატება, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ნეგატიური ტენდენციების აღრიცხვას: იზრდება იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებმაც მუშაკთა დასაქმების რეჟიმის ცვლილება გამოაცხადეს და, შესაბამისად, უმოქმედო ან ნახევარ განაკვეთზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა“. – თქვა ტატიანა გოლიკოვამ.