LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინს მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან, მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის უზრუნველყოფისკენ მტკიცედ მოვუწოდე“ – შარლ მიშელი პუტინს ესაუბრა

„პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. მტკიცედ მოვუწოდე ჰუმანიტარული წვდომის და მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, კვლავ დაადასტურა.

„მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია,“– წერს მიშელი.

ბაიდენი: პუტინმა თავის გრანდიოზულ ამბიციებს ბრძოლის ველზე ვერ მიაღწია – პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში

მაკრონი პუტინთან მორიგ დიალოგს არ გამორიცხავს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.