„მომდევნო ორი კვირა ომში გადამწყვეტი იქნება“, – ამის შესახებ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, გაზრდის სამხედრო თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაში და უკრაინის სანაპიროს გასწვრივ.
„ეს არ არის ზღაპარი გარდაუვალი ბედნიერი დასასრულით. ვფიქრობ, ჩვენ დავინახავთ რუსეთის სამხედრო თავდასხმების ინტენსივობის ძალიან მნიშვნელოვან ზრდას აღმოსავლეთში, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიხილავთ რუსეთის სამხედრო თავდასხმების გაძლიერებას სანაპიროს გასწვრივ. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება“, – აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
