გაზრდილი აქტივობის მიუხედავად, რუსულ ძალებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონიათ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია.
უწყების ცნობითვე, მძიმე ბრძოლა გრძელდება მარიუპოლშიც.
„რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებს არცერთი მიმართულებით წინსვლა არ აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ეფექტურობის ხარჯზე. გრძელდება მძიმე ბრძოლები მარიუპოლისთვის, რაც აფერხებს რუსული ჯარის წინსვლას, რომელსაც დონბასის მთელი ტერიტორიის დაკავება სურს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის გენშტაბი: რუსული ჯარები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ
