LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია გლდანში – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია

მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ცოტა ხნის წინ შეშელიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულია კიდევ 4 ადამიანი.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.