LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: „ნახო პარიზი და მოკვდე!“ – ახლა რუსების ოცნებაა: „მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!“

“ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: ნახო პარიზი და მოკვდე! მათი საქციელი ახლა შოკისმომგვრელია. მათი ოცნება ახლა არის: მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთმა უნდა იზრუნოს საკუთარ ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებზე, რადგან მათ შეზღუდული აქვთ როგორც სიტყვის, ასევე გამოხატვის თავისუფლება.

„სიმართლე გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანთა უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, არ არის არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ არ არის განსხვავებული აზრის უფლება, სადაც სიღარიბე ყვავის და სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. იმდენად, რომ ჩვენთან მოდიან, ომში მიდიან, რომ მოიპარონ რაღაცა, რაც ნორმალურ ცხოვრებას წააგავს. ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: ნახო პარიზი და მოკვდე! მათი საქციელი ახლა შოკისმომგვრელია. მათი ოცნება ახლა არის: მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.